top of page

მწვანე ბარათის და არასაემიგრაციო ვიზების მიღების შესაძლებლობები სპორტსმენებისთვის.




მოცურავეები, მოჭიდავეები, ძალოსნები, მოკრივეები, ჩოგბურთელები, და სხვა სპორტსმენები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ან ჯილდოები მოიპოვეს ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა ოლიმპიადა, მსოფლიო თასი, მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ეროვნული ჩემპიონატი, მნიშვნელოვანი ტურნირები ან სხვა სპორტული ღონისძიებები, შეიძლება კვალიფიციური იყვნენ EB1 კატეგორიის მწვანე ბარათის, P-1 ვიზის ან O-1A ვიზის მიღებისთვის.


Eb1 მწვანე ბარათის და O-1A ვიზის მიღება შეუძლიათ გამორჩეული ნიჭის და უნარების მქონე სპორტსმენებს და მწვრთნელებს. სპორტსმენები რომლებიც კვალიფიციურნი არიან EB1 მწვანე ბარათის ან O-1A ვიზის მისაღებად, საკუთარ მიღწევებს უმეტესად ადასტურებენ შემდეგი სახის დოკუმენტაციით:

  • პრიზები ან ჯილდოები, რომლებიც მათ მოიპოვეს მნიშვნელოვან ეროვნულ თუ საერთაშორისო კონკურსებში.

  • სპორტსმენის შესახებ გამოქვეყნებული სტატიები ან ინტერვიუბი ფართოდ გავრცელებულ პუბლიკაციებში.

  • სპორტსმენების ასოციაციაში ან ფედერაციაში წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც წევრად მიღებისთვის წინაპირობად ითვალისწინებს გამორჩეულ მიღწევებს, როგორიცაა მაგალითად ეროვნული ნაკრები.

  • გამორჩეული ორგანიზაციისა თუ გუნდისთვის სპორტსმენის მიერ წამყვანი ან მნიშვნელოვანი როლის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მიუხედავად იმისა, რომ O-1A და EB-1ის მიღების კრიტერიუმები მსგავსია, ისინი არ არის ერთი და იგივე. მოთხოვნები EB-1 მწვანე ბარათისთვის უფრო მაღალია, ვიდრე O-1A ვიზისთვის. EB1 მწვანე ბარათზე მოთხოვნა იგზავნება სპორტმენის მიერ დამოუკიდებლად, აშშ-ში არსებული დამსაქმებლის ან სპონსორის გარეშე და არ საჭიროებს სამუშაოს მოწვევას. რაც შეეხება O-1A ვიზას, ის არის დროებითი არასაიმიგრაციო ვიზა, რომელიც მოითხოვს აშშ-ს სპონსორის ან აგენტის მიერ სამუშაო მოწვევის არსებობას და გაიცემა 3 წლამდე ვადით. O-1A ვიზა დამატებით მოითხოვს კონკრეტული შეჯიბრებების ან ღონისძიებების გეგმას და საკონსულტაციო წერილს კოლეგისგან ან კოლეგიალური ორგანიზაციისგან.


P-1A ვიზის მისაღებად მოთხოვნილი დოკუმენტაცია O-1A ვიზასთან შედარებით ნაკლებია, თუმცა ეს ვიზა ხელმისაწვდომია იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც დროებით მიდიან შეერთებულ შტატებში კონკრეტულ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიზნით. P-1 ვიზა გაიცემა 5 წლამდე ვადით და ხელმისაწვდომია:

  • საერთაშორისოდ აღიარებული ინდივიდუალური სპორტსმენებისთვის.

  • საერთაშორისოდ აღიარებული სპორტული გუნდებისთვის.

  • პროფესიონალი სპორტსმენებისთვის.

  • მოყვარული სპორტსმენებისთის ან მწვრთნელისთვის, რომელიც არის ისეთი გუნდის ან ფრენჩაიზის წევრი, რომელიც მდებარეობს შეერთებულ შტატებში და არის უცხოური ლიგის ან ასოციაციის წევრი.


იურიდიული კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით იმეილის მეშვეობით: Anka@esq.mba

28 views0 comments

© 2022 by KAMKHADZE PA IMMIGRATION LAW FIRM

bottom of page